5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ “სტარტაპ მარანში” მონაწილეობა

Lasha Gochiashvili
3 min readSep 16, 2015

დაახლოებით ერთი წლის წინ, პროექტის ორგანიზატორები ფიქრობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა დახმარებოდნენ მეწარმეებს, ახალგაზრდებს და ენთუზიასისტებს — დაეხვეწათ ბიზნეს იდეები და მიეტანათ ინვესტორებამდე, რომლებიც დაინტერესების შემთხვევაში დააფინანსებდნენ. ამ რეალობაში დაიბადა “სტარტაპ მარანის” იდეა.

პროექტის ავტორები არიან საკონსულტაციო კომპანია “Start-Business Solutions” (www.startbs.ge) და საინვესტიციო ფონდი “Green Capital” (www.green.ge).

პროექტის სახელზე ფიქრისას აქცენტი გაკეთდა “რაღაც ქართულთან” და “სტარტაპებთან” ასოცირებაზე, შესაბამისად სახელი — “სტარტაპ მარანი” იდეალურად მოერგო.

პროექტის ფორმატი მარტივია:

  • ცხადდება ინვესტორებთან შეხვედრის თარიღი;
  • დაახლოებით ერთი თვით ადრე იწყება იდეების მიღება;
  • შემდეგ გადარჩევა ორგანიზატორების მიერ, შეხვედრა იდეის ავტორებთან, კიდევ გადარჩევა;
  • იწყება ერთთვიანი პროცესი, როდესაც მენტორები და კონსულტანტები ეხმარებიან მეწარმეებს დაამუშავონ იდეა;
  • საბოლოო დღეს ტარდება მასტერკლასი მოწვეული სტუმრის მიერ;
  • ინვესტორებთან შეხვედრა დგება დახურულ კარს მიღმა, რომელსაც მხოლოდ მოწვეული სტუმრები და ინვესტორები ესწრებიან;
  • პრეზენტაციების შემდეგ ინვესტორების დაინტერესების შესაბამისად ხდება შემდგომი დაკავშირება.

აქ მოვიყვან ხუთ მთავარ მიზეზს თუ რატომ ღირს სტარტაპერებისთვის “სტარტაპ მარანში” მონაწილეობა.

1. მიიღებ უფასო კონსულტაციებს. უფასოდ!

“სტარტაპ მარანი” არაკომერციული პროექტია. ორგანიზატორებისთვის ეს წარმოადგენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მოტივირებულები არიან განავითარონ სამეწარმეო გარემო საქართველოში. მენტორებად ინიშნებიან კონსულტანტები, რომლებსაც მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ეს შანსი და განავითაროთ თქვენი იდეა. მენტორის რჩევების მთლიანი გათვალისწინება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია ყველა გამოცდილი ადამიანისგან მიღებული კომენტარებით თქვენი უნიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

2. გაიცნობთ მეწარმეებს, მომავალ მეწარმეებს, ინვესტორებს და კაი ხალხს

სტარტაპზე მუშაობის დროს ყველაზე მეტად წაგადგებათ კავშირები, თქვენი, როგორც სტარტაპერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა კავშირების გაფართოება, პოტენციური კლიენტების გაცნობა, მათი რაოდენობის გაზრდა, პარტნიორების გაჩენა, მარტივად რომ ვთქვათ რაც უფრო მეტი მიმდევარი გეყოლებათ მით მეტი შანსია თქვენმა სტარტაპმა სინათლის შუქი ნახოს, ასე რომ “სტარტაპ მარანი” ერთ-ერთი ტრამპლინია ამისთვის.

3. აქტიურად იმუშავებ შენს გუნდთან

როგორც წესი, სტარტაპზე მუდმივად უნდა მუშაობდეს მეწარმე თუ კი თავისი იდეის სჯერა, მაგრამ “სტარტაპ მარანის” მსგავსი პროექტების უპირატესობაც ისაა, რომ პროექტში მონაწილეობის დროს 2–3ჯერ მეტად ინდომებს გუნდი, რომ დაანახოს ყველას თუკი რა მაგარი იდეა აქვთ და რამდენად დიდ მოგებას მოუტანთ მათ და ინვესტორს - ინვესტირების შემთხვევაში. სხვა სტარტაპ პროექტების, აქსელერატორების და ინკუბატორების საჭიროებაც ამაში მდგომარეობს, რომ დააჩქარონ სტარტაპების მუშაობის ტემპი. ამას გარდა, აქ მუშაობის დროს ხვდები ვინ გაკლია გუნდში და ვინ გყავს ზედმეტი :)

4. ივარჯიშებ შენი სტარტაპის pitching-ში

ეს არის ყველაზე დიდი მარკეტინგული აქტივობა, რაც კი შეგიძლია შენი სტარტაპისთვის გააკეთო საწყის ეტაპზე. პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა იმისა, რომ პირველივე ჯერზე თქვენმა გამოსვლამ ვერ მოგიყვანოთ ინვესტორი, მაგრამ ყოველ შემდგომ ჯერზე ზრდით შანსებს. კარგად გაკეთებული pitch-ი, როგორც მინიმუმ, გაგიზრდით მიმდევრების რაოდენობას.

5. მიიღებთ ინვესტირების და ფულის მიღების დიდ შანსს!

“სტარტაპ მარანს” ფაქტიურად მოუმზადებელ გარემოში უწევს მოღვაწეობა და რთულია პრეცენდენტების შექმნა დაფინანსებული პროექტების სახით, თუმცა უკვე დაფინანსებული პროექტების არსებობა წარმატების წინაპირობას იძლევა. “სტარტაპ მარანი” ადგილია, სადაც შეგიძლია განავითარო შენი იდეა და შეხვდე ინვესტორებს, აქ კი მხოლოდ შენი აქტივობები წყვეტს დააინტერესებ თუ არა ინვესტორს - მოგცეს სავიზიტო ბარათი. “სტარტაპ მარანი” მხოლოდ გიქმნის ამის გარემოს!

წარმატებები!!!

--

--

Lasha Gochiashvili

Data Analytics Manager @ Ingersoll Rand. Data Science MA@ University of Warsaw & Universitat de Barcelona. https://www.linkedin.com/in/lashagochiashvili/