ქართველი სტუდენტების გზამკვლევი ლოძში

Lasha Gochiashvili
5 min readFeb 8, 2016

ქართველი სტუდენტების რაოდენობა ლოძში ბოლო ორი წელია მოიმატა. აქ ჩამოდიან Erasmus Mundus, Mobility Direct და სხვა პროგრამის ფარგლებში. ქვემოთ დავწერ ძირითად ინფორმაციას, რომელიც ახალი ჩამოსული სტუდენტებისთვის საინტერესო იქნება.

ტრანსპორტი

ვარშავიდან ლოძში ჩამოსვლა შეიძლება ორი გზით, ავტობუსით ან მატარებლით. მატარებლების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ www.rozklad-pkp.pl-ზე. სადაც მიუთითებთ, საიდან სად მიდიხართ, თარიღს და დროს და მოგიძებნით განრიგს. ზოგიერთზე ბილეთის ყიდვა ონლაინ შეგიძლიათ. ბილეთებს ასევე შეიძენთ სადგურებზე სპეციალურ სალაროებში.

ეცადეთ შეიძინოთ 10–15 წუთით, ან უფრო ადრე, რადგან თუ რიგში დგომა მოგიწიათ “მაგვიანდება ჩემი ძმა და გამატარეთ” ვერ გაჭრის. მატარებლის ფასი პოლონური სტუდენტური ბარათით 12–13 ზლოტი ღირს. არასტუდენტური ორჯერ მეტი. ახალჩამოსულებს უნივერსიტეტი სტუდბილეთს დაახლოებით ერთი თვის მერე მოგცემთ.

ლოძში ორ დიდ სადგურზე შეგიძლიათ ჩამოსვლა Widzew-ზე ან Kaliska-ზე. ამ ორი სადგურიდან ქალაქის იმ წერტილში მისასვლელად, რომელიც გაწყობთ კარგი იქნება თუ გუგლში ნახავთ ტრამვაის ან ავტობუსს.

Kaliska-დან თუ ლუმუმბოზე გინდათ მისვლა, სადაც სტუდენტური საცხოვრებლების ანუ დორმიტორების უმრავლესობაა გაყევით ტრამვაის #12 ან #12A. ეს ტრამვაი გადაკვეთს ასევე მთავარ ქუჩას — პიოტრკოვსკას. ტრამვაის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გაზეთების ჯიხურებში ზლოტებით ან ბარათით, ხოლო ტრამვაიში მხოლოდ ბარათით. ფასი სტუდენტისთვის 1.30 ზლოტი, არასტუდენტისთვის 2.60 ზლოტი. აქაც არიან კონტროლიორები, მაგრამ 1000ჯერ მკაცრები ვიდრე თბილისში :)) ჯარიმა 70ზლოტი თუ ბილეთის გარეშე დაგიჭირეს.

Lodz Kaliska

მობილურის ნომერი

გირჩევთ PLAY-ის სიმ კარტას, ძირითადად სტუდენტებს ეს აქვთ. ერთმანეთში უფასოდ შეგიძლიათ დარეკვა და sms-ს გაგზავნა.

ოფისი სადაც აიღებთ სიმ კარტას არის პიოტრკოვსკას 35-ში.

მობილურში ჩარიცხვა. ჟურნალ-გაზეთების ან Zabka, Tesco, Biedronka და ა.შ. მაღაზიებში. მინიმუმ 5 ზლოტი შეგიძლიათ, რომ ჩარიცხოთ. ჩარიცხვა ასე ხდება: 1. ეტყვით გამყიდველს დაახლოებით ასეთ სიტყვას “doladowania do play”(თუ Play-ის კარტა გაქვთ, თუ არა რაც გაქვთ), მერე გაშლილ ხელს ანიშნებთ ხუთი თითით, ან სიტყვიერად pięć — პიენჩ(ხუთი), ან dziesięć-ჯესიენჩ(ათი) ზლოტი. 2. მოგცემენ ქვითარს, სადაც წერია გრძელი კოდი. მერე აკრეფთ *100*ისგრძელიკოდი# და Ok. 3. ინტერნეტის ჩასართავად თუ გაქვთ მინიმუმ 9 ზლოტი შეგიძლიათ 10GB ინტერნეტის შეძენა *111*745*1# და Ok. უნდა დაელოდოთ ინტერნეტის ჩართვას 24საათი. დიდი შანსია მალე ჩაგერთოთ. ან თუ კოდი არ მუშაობს *111# და მიჰყევით მენიუს.

ანგარიშის შემოწმება *111# მერე 1, ინტერნეტის შემოწმება *108#.

ბანკი

ანგარიშის გახსნას თუ აპირებთ ნინო ყვავაძე გირჩევთ Alior Bank-ს

  • ყველაზე მაღალი კურსი აქვს
  • ბარათის საკომისიოები ყველაზე დაბალია
  • ნაკლი ისაა, რომ ბევრი სერვის ცენტრი არ აქვთ

ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ Pekao ბანკი შემდეგი მიზეზების გამო:

  • სერვის ცენტრების ადგილმდებაროება (იხილეთ რუკაზე ქვემოთ)
  • უნივერსიტეტს ანგარიში აქვს ამ ბანკში და სწრაფად ხდება ანგარიშსწორება
  • საუკეთესო ინტერნეტბანკი აქვთ

მაგრამ საშინელი და ნელი სერვისი აქვთ სერვისცენტრებში.

როგორც ვიცი, ბანკომატებში კარტაზე ფულის შემოწმება 3 ზლოტი ღირს. სჯობს ინტერნეტბანკით შეამოწმოთ.

კითხვა: რომელი ბანკომატიდან შემიძლია ევროს გამოტანა?

პასუხი: ამ კითხვაზე პასუხს ეძებს 4586 სტუდენტი ბოლო 2 წელია.

რჩევა(მადლობა აღმოჩენისთვის ხათუნა ხაბაძეს): თუ ქართული ბარათი გაქვთ, ევროს ანგარიშზე დადეთ ფული საქართველოში

და სარგებლეთ Euronet ბანკომატებით, რომელიც ყველაზე მაღალ კურსზე ახურდავებს ევროებს ზლოტებში და ზლოტებს გაძლევთ. Euronet ბანკომატების რუკა ლოძში მოცემულია ზემოთ რუკაზე.

P.S. მხოლოდ ამ რეგიონში მოცემული ბანკომატებია და შესაძლოა ახლებიც დაემატა ან გამოაკლდა, თუმცა საორიენტაციოდ გამოგადგებათ.

ფულის გადახურდავება თუ გინდათ, კარგი კურსები აქვთ ალიორ ბანკში და Narutowicza-Piotrkowska-ს გადაკვეთაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს აქ, რომ Kantor-ებს ეძახიან.

გართობა

დორმში მიხვედით, მერე წახვედით სიმ კარტა აიღეთ, ინტერნეტი გაქვთ, ფული გამოიტანეთ ან გადაახურდავეთ, მერე კარგ ევროპულ ადგილას კარგი სურათის გადაღება გინდათ, რომ დაპოსტოთ. არ მინდა გული მოგიკლათ მაგრამ ამ ქალაქში მასეთი ადგილები არ არის. ნუ თუ მაინც ძალიან გინდათ პიოტრკოვსკაზე ჩადით ან მანუფაქტურაში.

თუ თბილი სეზონია, პიოტრკოვსკაზე გარე კაფეები ძალიან კარგადაა მოწყობილი, ან Off Piotrkowska-ზე წადით (#138–140).

Piotrkowska Street, Lodz
Off Piotrkowska
Off Piotrkowska 2

ქალაქში დაახლოებით 1000–1500 ერასმუს/საერთაშორისო სტუდენტია ყოველ სემესტრში.

ადგილობრივები

ოო ეს რთული თემაა. აქაურებს უჭირთ ინგლისურად საუბარი. უნდა იწვალო და ისწავლო ცოტა-ცოტა პოლონური, რომ მაღაზიაში რამე იყიდო. ესმით ძალიან ცოტა ინგლისური. რუსული — ინგლისურზე ცოტა, ძირითადად ასაკიანი ხალხი შეიძლება ლაპარაკობდეს. მაინცდამაინც სითბოთი არ გამოირჩევიან. ამიტომ შეეგუეთ, რომ ძირითადად არაპოლონელებთან მოგიწევთ ურთიერთობა. უცხოელი სტუდენტებიდან ბევრია უკრაინელი, თურქი, ესპანელი, ყაზახი და ა.შ.

მუსულმანებს არ წყალობენ, არის რასიზმის შემთხვევები. ქართველი კი არა, ესპანელი და იტალიელი ეშლებათ თურქებში და არაბებში, ასე რომ გაგებით მიუდექით ამ ფაქტს :)) თუ მაინცდამაინც რაიმე ინციდენტი გაქვთ და იტყვით რომ Gruzin-ი ხართ მოლბებიან :))

ზოგადად ქართველები ძალიან უყვართ და თბილად ეპყრობიან, ყველამ იცის, რომ ჩვენი სახემწიფოები მეგობრები არიან და საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით. იციან საქართველოს შესახებ, რომ კარგი მთები და სამზარეულო გვაქვს. ბევრ პოლონელს შეხვდებით, რომლებიც გეგმავენ, რომ ერთხელ მაინც იმოგზაურონ საქართველოში.

ცხოვრება

დაუახლოვდით Biedronka-სა და Tesco-ს. ესენი აქ თქვენი ცხოვრების ახლობლები გახდებიან. ამათ გამო აქ ცხოვრება იაფია. დაახლოებით დაგჭირდებათ 200–350 ევრო საჭმელში. გააჩნია მადას და ცხოვრების სტილს. ზოგიერთი სტუდენტი თვეში 250 ევროდაც ცხოვრობდა და დორმის ფულსაც იხდიდა. დორმის გადასახდელი არის 65–100 ევრო, გააჩნია დორმს.

ლუმუმბუსთან ახლოს მდებარე Biedronka
Tesco

თუ მოგენატრათ ქართული კერძები, ლოძში არის არშაკას რესტორანი “Lavash”. სომხურია მაგრამ ქართული კერძებით ბლატაობს. თუ მენიუში დაინახავთ ხინკალზე, რომ წერია “Pierogi Armianskie” არ ეჩხუბოთ, ისედაც 736575-ჯერ ვეჩხუბეთ, და შეცვლის მენიუს მალე, ისედაც ყველა ეუბნება ქართულია ეგო.. თვითონაც იცის. მოკლედ არშაკა კაი კაცია ასე თუ ისე. რესტორანი არის Piotrkowska 69-ში ჩიხში შეხვალთ და 10 მეტრაში მარცხნივ.

სხვა ინფორმაცია

ქართველ სტუდენტები, რომლებიც ზოგადად პოლონეთში სწავლობენ ან ისწავლეს ნახავთ შემდეგ Facebook ჯგუფში — https://www.facebook.com/groups/526955174099054/

ქართველები, რომლებიც ლოძში სწავლობენ ან ისწავლეს არიან აქ — https://www.facebook.com/groups/1543572032522778/

ერასმუსის ჯგუფი ლოძში — https://www.facebook.com/groups/903361646360856/

ფეხბურთის ბიჭები აქ :) — https://www.facebook.com/groups/1627546764185517/

PS. სტატია დაწერილია 2016 წლის თებერვალში, შესაბამისად, მას შემდეგ არსებული ცვლილებები ზემოთ მოყვანილ დეტალებში არ არის გათვალისწინებული. და ასევე, ქართულად გამართულად წერის გამო არ გამაკრიტიკოთ ძაანა გთხოვთ რა

--

--

Lasha Gochiashvili

Data Analytics Manager @ Ingersoll Rand. Data Science MA@ University of Warsaw & Universitat de Barcelona. https://www.linkedin.com/in/lashagochiashvili/